დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს - მძინარე ჯო, კეთილი იყოს საპრეზიდენტო რბოლაში შენი მობრძანება

მძინარე ჯო, კეთილი იყოს საპრეზიდენტო რბოლაში შენი მობრძანება, - ასე გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურის წარდგენას.

„იმედია, გონებრივი შესაძლებლობები გეყოფა, რათა წარმატებული კამპანია ჩაატარო პრაიმერიზზე“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს აშშ-ს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

„ჩვენი ქვეყნის ძირითადი ღირებულებები, ჩვენი პოზიციები მსოფლიოში, ჩვენი დემოკრატია, ყველაფერი, რამაც ამერიკა შექმნა, რისკის ქვეშ არის. ამიტომაც დღეს ვაცხადებ, რომ ჩემს კანდიდატურას წარვადგენ აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა