ლაშა ჟვანია დავით გარეჯზე - აუცილებელია კომისიამ განაახლოს მუშაობა, რათა ორ ქვეყანას შორის საზღვრები დადგინდეს და ხელოვნურ დაძაბულობას ადგილი აღარ ჰქონდეს

აუცილებელია კომისიამ დროულად განაახლოს მუშაობა, რათა ორ მეგობარ ქვეყანას შორის საზღვრები საბოლოოდ დადგინდეს და ასეთ ხელოვნურ დაძაბულობას მომავალში ადგილი აღარ ჰქონდეს, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ჟვანიამ აღნიშნა, განსაკუთრებით სამწუხარო და ცუდია, როცა მსგავსი ფაქტები აღდგომის დღესასწაულს ემთხვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღანელმა ხაზი გაუსვა საზღვრის დელიმიტაციის აუცილებლობას, რათა მომავალში მსგავსი პრობლემები თავიდან იქნას აცილებული.

„პრეზიდენტი იმყოფებოდა დავით გარეჯში ძეგლთა დაცვისა და „ევროპა ნოსტრას“ წარმომადგენლებთან ერთად. მათ შორის მათ დაათვალიერეს ჩვენი სამონასტრო კომპლექსი სრულად. ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთი ფაქტები ხდება, განსაკუთრებით ცუდია, როცა ეს ემთხვევა აღდგომის დღესასწაულს. ეს ფაქტები ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, აუცილებელია საქართველოსა და ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის არსებული შეთანხმებისამებრ კომისიამ დროულად განაახლოს მუშაობა, რათა ორ მეგობარ ქვეყანას შორის საზღვრები საბოლოოდ დადგინდეს და ასეთ ხელოვნურ დაძაბულობას მომავალში ადგილი აღარ ჰქონდეს“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა