საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი მაისში პოსტს დატოვებს, ელჩის მოვალეობას კი ელისაბეთ რუდი შეასრულებს

მას შემდეგ, რაც ელჩი როს უილსონი დატოვებს პოსტს, ვაშინგტონის სრული ნდობით აღჭურვილი ელისაბეთ რუდი შეასრულებს ამერიკის ელჩის მოვალეობას საქართველოში, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც საელჩოში განმარტავენ, ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის უფლებამოსილების ვადა იწურება.

„ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი მისი დროებითი უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, მაისის შუა რიცხვებში დატოვებს პოსტს და დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას ამერიკაში. ელჩი უილსონის დროებითი უფლებამოსილება დაიწყო 2018 წლის ნოემბერში. ელჩ უილსონს ჰქონდა დიდი პატივი, ყოფილიყო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი და ხელი შეეწყო ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის. მას შემდეგ, რაც ელჩი როს უილსონი დატოვებს პოსტს, ვაშინგტონის სრული ნდობით აღჭურვილი ელისაბეთ რუდი შეასრულებს ამერიკის ელჩის მოვალეობას საქართველოში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა