დეპუტატმა ირაკლი აბუსერიძემ ისნის რაიონის სოციალურად დაუცველ ოჯახებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

დეპუტატმა ირაკლი აბუსერიძემ ისნის რაიონის სოციალურად დაუცველ ოჯახებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოს“ წევრი, ისნის N8 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი აბუსერიძე და საკრებულოს წევრი ლევან დავითაშვილი მაჟორიტარული ოლქის ტაძრებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრნენ, დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და სააღდგომო ნობათი გადასცეს.

„გილოცავთ აღდგომის დამდეგ დღესასწაულს! აღდგომა ქრისტიანებისათვის უდიდესი დღესასწაულია. მსურს ყველას გისურვოთ სიკეთე, იმედების გამართლება და ბედნიერი ხვალინდელი დღე. სწორედ ერთმანეთის გვერდში დგომით მოვაგვარებთ ქვეყნის წინაშე მდგარ ბევრ პრობლემას“, - აღნიშნა ირაკლი აბუსერიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა