მერაბ კვირიკაშვილმა სასამართლო პროცესზე ბრალდების და დაცვის კითხვებს უპასუხა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის პროცესი გაიმართა. პროცესზე მერაბ კვირიკაშვილმა ბრალდების და დაცვის მხარეების კითხვებს უპასუხა.

კვირიკაშვილმა ავტოსაგზაო შემთხვევის დღე გაიხსენა. მისი თქმით, ქუთაისის შემოვლით გზაზე დაინახა სატვირთო ავტომობილი, რომელსაც უნდა ჩაევლო მათთვის, ასევე დაინახა ღია ფერის ავტომობილი, აცილების მიზნით მოახდინა მანევრირება, რა დროსაც მოხდა შეჯახება.

მორაგბის თქმით, მისი ავტომობილი გზის შუა ნაწილში 93 კმ საათის სიჩქარით მოძრაობდა.

„რომ დავინახე ავტომობილი, ინსტიქტურად დავიწყე მოძრაობა რათა ამეცილებინა. არ შემიძლია ამის ახსნა და გადმოცემა როგორ მოხდა. მანევრირების შემდეგ ვცადე დაბრუნება ჩემს ზოლში, მაგრამ მანქანამ მოცურება დაიწყო და ვეღარ დავიმორჩილე. დავინახე მანქანას ვეჯახებოდი, მივხვდი, რაც ხდებოდა. იქამდე არეფერი დამინახავს“, - განაცხადა მერაბ კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილმა გამოძიების დროს მიცემული ჩვენების გამოქვეყნებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ურჩევნია ყველა კითხვაზე სასამართლო პროცესზე უპასუხოს.

პროკურორის კითხვაზე, განაცხადა თუ არა შემთხვევის მომენტში პოლიციელებთან ღია ფერის ავტომობილზე, კვირკაშკვილმა უპასუხა: „იმ დროს მეუღლეზე და მეგობრებზე ზრუნავდი და არ მიფიქრია იმ ავტომობილის მძღოლის მოძებნაზე".

მომდევნო პროცესი 14 მაისს დაინიშნა.

შეგახსენებთ, საქმე ეხება 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო: აცილების მიზნით მოახდინა მანევრირება, რა დროსაც მოხდა შეჯახება - მერაბ კვირიკაშვილმა სასამართო პროცესზე ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალები გაიხსენა

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა