დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ უფასო სასადილოს ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადასცა

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი დუშეთის ა(ა)იპ „უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ ესტუმრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სასადილოს 110 ბენეფიციარს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და მათ ტრადიციული სააღდგომო ნობათი გადასცეს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბენეფიციარების დახმარება რეალურად ქმედითი იყოს, მაქსიმალურად ვცდილობთ გვერდში დავუდგეთ და დახმარება გავუწიოთ და იმედი მაქვს დღეს მათთვის მცირედი სადღესასწაულო განწყობაც შევქმენით“, - განაცხადა გიორგი თანიაშვილმა.

მზრუნველობამოკლებულთა სასადილოში 110 ბენეფიციარი იკვებება. პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოველდღიურად ცხელი საკვებით უზრუნველყოფა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა