გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას საქმის მოსამართლემ მკვლელობის ადგილი დაათვალიერა

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას საქმის მოსამართლე მადონა მაისურაძე მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა.

მოსამართლემ მტკიცებულებების, კონკრეტულად კი შემთხვევის ადგილის გამოკვლევა- დათვალიერება ქუთათელაძის მკვლელობის ადგილზე, ე.წ. სტამბულის ბაზრობის ტერიტორიაზე განახორციელა.

მოსამართლესთან ერთად ადგილზე პროკურორები, ბრალდებულის ადვოკატები და სამსონ ქუთათელაძის ვაჟი იმყოფებოდნენ.

გენერალი სამსონ ქუთათელაძე, გასული წლის 15 იანვარს, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე საკუთარ კაბინეტში მოკლული ნახეს. პროკურატურამ ქუთათელაძის მკვლელობის ბრადებით გიორგი ჭანტურია, გასული წლის აგვისტოში რუსთავში, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შემდეგ დააკავა. ჩხრეკისას სამართალდამცავებმა სამი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ამოიღეს. დაკავების შემდეგ, გიორგი ჭანტურიას ბრალი სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაზე, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა, ტარებაზე წაუყენა გამოძიებამ.

იხილეთ ვიდეო