არქიმანდრიტი კირიონი - დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე ვითარება უცვლელია, აზერბაიჯანული მხარე მონასტერში კვლავ არ უშვებს ქართველ მომლოცველებს და ბერებს

ჩვენი მორჩილები ზემოთ არიან, გვაქვს კავშირი და ამ დროისთვის არანაირი ცვლილება არ არის. შეიძლება მხარეები ცენტრალურ დონეზე შეთანხმდნენ, თუმცა ჯერ პერიფერიებში ბრძანება არ მიუღიათ, - ამის შესახებ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ისევ დაკავებული აქვთ ის ტერიტორიები, ისევ დგანან სამხედროები და არ უშვებენ ჩვენს მომლოცველებს. იმედია, რადგან განცხადება გააკეთეს, ტყუილს არ იტყოდნენ და ალბათ, ხვალიდან თუ მივიღებთ რაღაც შედეგს“, - აღნიშნავს არქიმანდრიტი კირიონი.

იგი განვითარებულ მოვლენებს დავით გარეჯში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს უკავშირებს და ამბობს, რომ რადგან ვიზიტი შეთანხმებული არ იყო აზერბაიჯანის მხარესთან, შესაძლოა, ეს სადამსჯელო რეაგირება იყო.

„შაბათს ამოსული იყო ქალბატონი პრეზიდენტი, დაათვალიერეს ადგილები, რომ მას თვითონ სცოდნოდა, რა ტერიტორიებზეა საუბარი და ამის გამო განაცხადა აზერბაიჯაბულმა მხარემ, რომ ვინაიდან ვიზიტი არ შეგვითანხმეთ და ჩვენ საქმის კურსში არ ვიყავით ( რატომ უნდა შეეთანხმებინათ არ ვიცი, სადაური კანონით ითხოვენ ამ ყველაფერს), ,მიმართეს ამდაგვარ ზომას, ,რომ აი, ახლა თქვენ დაგანახებთ ასეთი საქციელის გამო როგორ დაისჯებით“, - აღნიშნა კირიონმა.

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი საზღვარზე მიმდინარე სამუშაოებზეც საუბრობს. "რაღაც ბილიკებს აწყობენ, რკინის კონსტუქციებს ასობენ მიწაში. დიდი და სერიოზული არაფერი, მაგრამ მუშაობენ. კერძო საუბრებში აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლები კეთილგანწყობილები არიან, მაგრამ ამის იქით არაფერი ხდება. ექვსი წელი გავიდა, დავდივარ, ვხვდები ყველას, პრემიერს, მინისტრებს - საგარეოს, შს-ს, მაგრამ რეალური და ქმედითი წინსვლა არ ხდება“, - ამბობს არქიმანდრიტი კირიონი.

შეგახსენებთ, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ცნობით, უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ.

ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახსნას პუნქტები, რომლებიც ამ დროისთვის იყო დაკეტილი.

იხილეთ ვიდეო: დავით გარეჯში ვითარება უცვლელია - არქიმანდრიტი კირიონი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს