„თიბისი  ბანკი“ მომხმარებლებს გამარტივებულ იპოთეკურ სესხს სთავაზობს

„თიბისი“ ბანკი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე მათ, ვინც საქართველოში ცხოვრობს და გზავნილებს უცხოეთიდან იღებს, ფინანსურ პროდუქტს - გამარტივებულ იპოთეკურ სესხს სთავაზობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„თიბისი ბანკიდან“ აცნოებს.

ფინანსური პროდუქტი უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებზეა მორგებული და მათ საქართველოში უძრავი ქონების შეძენას გაუმარტივებს. პროდუქტით სარგებლობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც აქვს დანაზოგი ან ახორციელებს გზავნილებს. პროდუქტი განკუთვნილია ასევე მათთვის, ვინც საქართველოში ცხოვრობს და გზავნილებს უცხოეთიდან იღებს.

იპოთეკური სესხით სარგებლობა, ისევე როგორც უძრავი ქონების შერჩევა, დისტანციურადაა შესაძლებელი. ამისათვის „თიბისი“ ბანკის ვებ-გვერდზე მხოლოდ განაცხადის დაფიქსირებაა საჭირო.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, რაც მხოლოდ რამდენიმე მარტივ კითხვას მოიცავს, დაინტერესებულ პირებს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენილი დაუკავშირდება და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის სესხის პირობებისა და პროდუქტით სარგებლობისთვის საჭირო შემდეგი ნაბიჯების შესახებ.

მომხმარებლები, რომლებიც გამარტივებული იპოთეკური სესხით ისარგებლებენ, ავტომატურად ჩაერთვებიან წამახალისებელ კამპანიაში და შესაძლებლობა ექნებათ, გაემგზავრონ ოჯახის წევრთან. მგზავრობისა და სატუმროს ხარჯებს „თიბისი ბანკი“ სრულად დაფარავს.

აქცია 2019 წლის 1 მაისიდან დაიწყება და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

იპოთეკური სესხის, ასევე წამახალისებელი კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე - http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/mortgage-for-abroad-citizen, სადაც ასევე შესაძლებელია პროდუქტით სარგებლობისთვის განაცხადის დაფიქსირება. დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება თიბისი ბანკის ფილიალებში, ასევე ცხელი ხაზის საშუალებითაც შეუძლიათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა