მარიამ ქვრივიშვილმა ISET-ში პრეზენტაცია მოაწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) პრეზენტაცია გამართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

შეხვედრას ტურიზმის სფეროს ექსპერტები, ასოციაციების, სამეცნიერო წრეების და USAID-ის პროექტის ZRDA და G4G პროექტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შეკრებილ საზოგადოებას სამომავლო გეგმები და 2025 წლის სტრატეგია გააცნო.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანია, ხაზი გავუსვათ იმ სტრატეგიას, რომელიც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გააჩნია 2025 წლამდე. დღეს ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სტრატეგიული სამიზნე და ახალ ტურისტული ბაზრებზე, როგორიც არის ევროკავშირის ქვეყნები, აშშ, ჩინეთი და ა.შ. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას გავაცანით მარკეტინგული და ინფრასტრუქტურული პროექტები“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა