გლდანის რაიონში სამი ახალი სპორტული მოედანი მოეწყო

ავჭალას სამი ახალი სპორტული მოედანი შეემატა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სამ მისამართზე - ლიბანის ქ. N6 კორპუსისა და N119 საჯარო სკოლის მიმდებარედ, ასევე, მონასტრისა და ბაღნარის ქუჩებზე სპორტული მოედნების კაპიტალური მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.

ახალი მოედნების მოწყობის პარალელურად, ორ მისამართზე - ავჭალაში, ანდრონიკაშვილის N145 და გლდანის მეორე მიკრორაიონის N27 კორპუსთან სპორტული მოედნების სრული რეაბილიტაცია ჩატარდა.

პროექტის ფარგლებში, უკვე მოეწყო ლითონის მავთულბადეები, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი, განთავსდა ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი.

დასრულებულ სამუშაოებს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, კობა კობალაძესა და შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

„სამ მისამართზე სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოვაწყვეთ, ორ მისამართზე კი არსებულის რეაბილიტაცია განვახორციელეთ. ახალგაზრდებისთვის სპორტული სივრცეები აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის გლდანის რიონის გამგეობა წლის განმავლობაში არაერთი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციას განახორციელებს. მონასტრის, ბაღნარისა და ლიბანის ქუჩის მოსახლეობას შეუძლია, სრულიად ახალი, კომბინირებული სპორტული მოედნებით ისარგებლოს“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა შპს „პე-ბემ“ განახორციელა, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 207 089 ლარი დაიხარჯა.

იოსებ ბარათაშვილი - ახლა მთავარია, გამოძიებამ უტყუარად დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომელთა ქმედებამაც გამოიწვია შაქარაშვილის გარდაცვალება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ