განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში 19-24  აპრილს ქალაქ სტამბოლს თანამედროვე ქართველ მწერალთა ჯგუფი სტუმრობდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში 19-24 აპრილს ქალაქ სტამბოლს თანამედროვე ქართველ მწერალთა ჯგუფი სტუმრობდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს.

ქართულ დიასპორასთან შეხვედრები გამართეს პოეტებმა: მანანა ჩიტიშვილმა, ელა გოჩიაშვილმა, ტარიელ ხარხელაურმა, ვასილ ბესელიამ, ცირა ბარბაქაძემ, ასევე, მუსიკოსმა და მწერალმა მანანა მენაბდემ.

მწერალთა ჯგუფს თან ახლდა პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ხელმძღვანელი. ქეთევან დუმბაძემ სტამბოლში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის შეხვედრა „ნოდარ ბაბუს ლექსების დღე“ გამართა და მათ საჩუქრად სამინისტროს მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეოდ გამოცემული და მხატვარ ნინო ჩაკვეტაძის მიერ ილუსტრირებული საბავშვო ლექსების კრებული „ნოდარ ბაბუს ლექსები“ გადასცა.

4 დღის განმავლობაში ყოველ საღამოს სტამბოლში, ქართულ სახლში „გალაკტიონი“, დაინტერესებულ მკითხველს ჰქონდა საშუალება ქართველ ავტორებს შეხვედროდა. გარდა შეხვედრებისა, გაიმართა ასევე მანანა მენაბდის კონცერტი „სიზმრები საქართველოზე“, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. მწერალთა ჯგუფი ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით სტამბოლში თურქ მთარგმნელებსა და გამომცემლებსაც შეხვდა.

„ცოცხალ წიგნებს“ სტამბოლის ქართველთა სათვისტომო და სტამბოლში მცხოვრები მწერალი ირაკლი კაკაბაძე მასპინძლობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა