კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის - აჭარის ტელევიზიის დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების ერთ-ერთი საფუძველი მრჩეველთა საბჭომ დღევანდელი გადაწყვეტილებით თავადვე ეჭვქვეშ დააყენა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების ერთ-ერთი საფუძველი მრჩეველთა საბჭომ დღევანდელი გადაწყვეტილებით თავადვე ეჭვქვეშ დააყენა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კოალიციიდან „მედიის ადვოკატირებისთვის“ აცნოებს.

„სსიპ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ განიხილა და მიიღო გარე აუდიტის ფინანსური ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ „სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს წარმოდგენილი საბიუჯეტო ფინანსური ანგარიში 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, შეესაბამება 2014 წლის 31 დეკემბერს ფინანსთა მინისტრის №429 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ ინსტრუქციას.“

კანონმდებლობის თანახმად, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო ვალდებულია 1 აპრილამდე გამოაქვეყნოს და აჭარის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს გასული წლის ანგარიში, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს გარე აუდიტის დასკვნა. საბჭომ 2018 წლის ანგარიში 1 აპრილს გამოაქვეყნა, თუმცა გარე აუდიტის დასკვნა დღეს, 25 აპრილს განიხილა, მას შემდეგ, რაც ტელევიზიის დირექტორს უნდობლობა გამოუცხადა. ეს მაშინ, როდესაც უნდობლობის ერთ-ერთ საფუძვლად ფინანსური დარღვევები იყო მითითებული.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა ტელევიზიის დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა