სოფიო ქაცარავა - შენგენის ზონის ქვეყნების მხრიდან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების   საკითხი დღის წესრიგში არ დგას

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას განცხადებით, შენგენის ზონის ქვეყნების მხრიდან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. როგორც ქაცარავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს მხრიდან პრევენციული ნაბიჯები არ უნდა გადაიდგას, რათა მსგავსი საკითხი მომავალში დღის წესრიგში არ დადგეს.

მისივე თქმით, საინფორმაციო კამპანია, რომელიც ამ მიმართულებით იყო წარმოებული, არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირებულიყო. „სირთულეები არის და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ, თუმცა ვერ ვიტყვი იმას, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედება დღის წესრიგში დგას. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით არ უნდა გავაძლიეროთ ის ძალისხმევა, რათა მოვახდინოთ ამის პრევენცია. უვიზო მიმოსვლა არის ძალიან დიდი მონაპოვარი ქვეყნისთვის, რასაც უამრავი სიკეთე მოყვება. ამავე დროს, დავინახეთ, რომ ის საინფორმაციო კამპანია, რომელიც ამ ორი წლის განმავლობაში ვაწარმოეთ, არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირებულიყო. დღეს ვართ იმის წინაშე, რომ ეს სტატისტიკა გაზრდილია. სტატისტიკა ყოველთვის მერყევი იქნება, თუმცა ასეთი რეალობა დადგა“, - განაცხადა ქაცარავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა