სპორტული ავტომობილებისათვის აქციზის გადასახადი ფიქსირებულად - 100 ლარის ოდენობით განისაზღვრება

სპორტული დანიშნულების ავტომობილებისათვის აქციზის გადასახადის თანხა მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით აღარ განისაღვრება. სპორტული ავტომობილებისათვის აქციზის გადასახადი ფიქსირებულად - 100 ლარის ოდენობით განისაზღვრება. შესაბამისი ცვლილებები საგადასახდო კოდექსში შედის, რომელიც დეპუტატებმა მამუკა მდინარაძემ, კახა კუჭავამ და მიხეილ ყაველაშვილმა მოამზადეს.

2016 წელს საგადასახდო კოდექსში ცვლილება განხორციელდა, რამაც ავტოსანტრასპორტო საშუალებების განბაჟების საგრძნობი გაძვირება გამოიწვია. საკანონმდებლო პროექტის ავტორთა განმარტებით, აღნიშნული პერიოდიდან პრობლემა შეექმნა საავტომობილო სპორტს.

"გამომდინარე იქიდან, რომ ავტოსპორტი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებული სპორტის სახეობას, აღნიშნული ცვლილებით გართულდა სპორტისთვის განკუთვნილი ავტომობილების იმპორტი, მათ შორის მარჯვენასაჭიანი

ავტომობილების იაპონიიდან შემოყვანა, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში გამოიყენებოდა სპორტულ ავტომობილად მოდიფიცირებისათვის. აღნიშნული ცვლილების შემდეგ სპორტული ავტომობილების პარკი საგრძნობლად შემცირდა და შედეგად რამდენიმე კლასი საერთოდ გაუქმდა. პრობლემის არსი ასევე მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას თავის მხრივ გააჩნია გარკვეული ვალდებულებები საერთაშორისო საავტომობილო სპორტის ფედერაციასთან და როგორც ავტოპარკის შემცირება, ასევე კლასების გაუქმება აფერხებს ეროვნული ფედერაციის მიერ ვალდებულებების შესრულებასა და სპორტის ამ სახეობის განვითარებას. საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია (ეროვნული ფედერაცია), როგორც აერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) წევრი, ყოველწლიურად გასცემს მრბოლელის ლიცენზიას, რომელიც თავის მხრივ პირს აძლევს უფლებას, მონაწილეობა მიიღოს საავტომობილო შეჯიბრებებში. 2016 წელს გაცემული იქნა 96 ლიცენზია, 2017 წელს - 78, 2018 წელს - 56. ხოლო მიმდინარე წელს გაცემულია მრბოლელის 40 ლიცენზია. 2014-2016 წლებში საშუალოდ საავტომობილო სპორტის ავტოპარკი შეადგენდა 115 სპორტულ ავტომობილს, 2017 წლიდან საგრძნობლად შემცირებულია აღნიშნული ავტოპარკი და 2019 წლის მდგომარეობით დარჩენილია

მხოლოდ 37 სპორტული ავტომობილი. ავტომობილების შემცირება გამოწვეულია იმ ფაქტორით, რომ სარბოლო ინციდენტების შედეგად მწყობრიდან გამოდის ავტომობილები და განბაჟების გაძვირების გამო ვეღარ ხდება მათი ჩანაცვლება.

სახელმწიფოს მიერ სპორტის ამ სახეობის განვითარებისა და ხელშეწყობისათვის საჭიროა არსებულ კანონში შევიდეს ცვლილება, რითაც შესაძლებელი გახდება საავტომობილო სპორტისავტოპარკის შევსება-განახლება", - განმარტავენ პროექტის ავტორები.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები პარალმენტის ბიუროს 30 აპრილის სხდომაზე წარედგინება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა