ლევან ჯიბღაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემი ნათქვამი „მადლობა უფალს განსაცდელისთვის“, საქილიკო გახდა - ჩემგან ბრალის აღიარება გულით იყო გაკეთებული

ჩემგან ბრალის აღიარება გულით იყო გაკეთებული და იმ სიმძიმიდან გამომდინარე, რომელიც იმ ორი რთული ღამის განმავლობაში გავიარე, - ასე უპასუხა მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ კითხვას, რაში გრძნობდა თავს დამნაშავედ, როცა წაყენებული ბრალი აღიარა.

მისი თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სასამართლო პროცესზე ნათქვამი სიტყვები „მადლობა უფალს განსაცდელისთვის“, საზოგადოებაში ქილიკის საგანი გახდა.

„მადლობა უფალს განსაცდელისთვის“ - რატომ გახდა საქილიკო საზოგადოებისთვის, ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ეს საკითხი. ყველა ადამიანი, როდესაც აცნობიერებს, რომ რაღაც ნაბიჯი გადადგა, რომელიც მისთვის არასწორი იყო, ეს შინაგანი განცდა, დარწმუნებული ვარ, მას აქვს. აქედან გამომდინარე, ჩემგან გულით იყო გაკეთებული და იმ სიმძიმიდან გამომდინარე იყო გაკეთებული, რომელიც მე იმ ორი რთული ღამის განმავლობაში გავიარე, ეს ძალიან რთული და მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი იყო ჩემთვის, რასაც არავის ვუსურვებ“, - განაცხადა ჯიბღაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "მადლობა უფალს განსაცდელისთვის" - რატომ გახდა საზოგადოებისთვის საქილიკო, ჩემთვის ძალიან სამწუხაროა" - ლევან ჯიბღაშვილი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო