დონალდ ტრამპი - სპეცპროკურორის რობერტ მუელერის გამოძიება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სპეცპროკურორის რობერტ მუელერის გამოძიება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას წარმოადგენდა.

ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ტელეარხ Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო. ეს იყო აშშ-ს მთავრობის დამხობის მცდელობა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა რობერტ მუელერის გამოძიება უოტერგეიტის სკანდალს შეადარა, რომლის შედეგად პრეზიდენტ ნიქსონს გადადგომა მოუწია.

„ეს გაცილებით მეტია, ვიდრე უოტერგეიტი იყო. ეს გადატრიალების მცდელობა იყო. ეს არ იყო უბრალოდ ინფორმაციის მოპარვა, რაც უოტერგეიტის სკანდალისას მოხდა. ვიმეორებ, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო, როგორც ეს მესამე მსოფლიოს ქვეყნებში ხდება“, - აღნიშნა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა