გაერო-ში უკრაინის ელჩი - რუსეთი გადავიდა რევანშისტულ ლოზუნგზე: „იქ ჩვენი მოქალაქეები არიან“, რაც საქართველოში ომამდე უკვე გვესმოდა და ვიცით, რა მოჰყვება ამას

რუსეთი გადავიდა რევანშისტულ ლოზუნგზე: „იქ ჩვენი მოქალაქეები არიან“, რაც ერთხელ საქართველოში ომამდე უკვე გვესმოდა, - ამის შესახებ გაერო-ში უკრაინის ელჩმა ვლადიმერ ელჩენკომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელზეც დონბასის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების თაობაზე რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება განიხილებოდა.

გაერო-ში უკრაინის ელჩმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება მინსკის შეთანხმებებს არღვევს და საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა.

„ამ განკარგულებით რუსეთი ცდილობს დონბასის ტერიტორია გამოგლიჯოს უკრაინას. რუსეთი ვერ მალავს თავისი რეგულარული არმიისა და დაქირავებული მებრძოლების დონბასის ტერიტორიაზე ყოფნას. ზუსტად ამიტომაც გადავიდნენ რევანშისტულ ლოზუნგზე: „იქ ჩვენი მოქალაქეები არიან“. ჩვენ ეს გვესმოდა საქართველოში ომამდე. ვიცით რა მოჰყვება ასეთ ლოზუნგებს“, - განაცხადა გაერო-ში უკრაინის ელჩმა.

ვლადიმერ ელჩენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიტუაციას რუსეთზე საერთაშორისო წნეხის განხორციელება შეცვლის.

„ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს რუსეთისთვის დაწესებული სასანქციო რეჟიმის გამკაცრება. მხოლოდ ეს აიძულებს რუსეთს შეასრულოს თავისი ვალდებულებები“, - დასძინა მან.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა