აჰმედ იმამკულიევი - ხელისუფლებამ არც ერთი დანაპირები არ შეასრულა

„ევროპული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. აჰმედ იმაკულიევთან შეხვედრაზე სოფელ ყიზილაჯლოს მოსახლეობამ რაიონში არსებულ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ისაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სოფელს სასმელი, სარწყავი წყლისა და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებს. მერობის კანდიდატმა ყიზილაჯლოს მცხოვრებლებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ევროპული საქართველოს“ ამოცანა მომავალზე ზრუნვა და პრობლემების მოგვარებაა.

„სოფელ ყიზილაჯლოში შევხვდი ადგილობრივებს. გავეცანი მათ პრობლემებს. ჩვენ გავაცანით მოსახლეობას გეგმა, რა უნდა გავაკეთოთ მომავალში, რომ პრობლემები მოგვარდეს. ჩვენი უპირატესობა არის დღევანდელი ხელისუფლებისგან ის, რომ ჩვენს მომავალზე ვსაუბრობთ და არა - წარსულზე. „ევროპული საქართველო“ ორიენტირებულები ვართ საქართველოსა და მარნეულის მომავალზე,“ - განაცხადა აჰმედ იმამკულიევმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს