საქართველოს მასშტაბით 2 669 ე.წ. ჭკვიანი კამერა მუშაობს

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, აჭარასა და სამეგრელოში სიჩქარის მზომი სექციური რადარების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სრული დატვირთვით 2669 ვიდეოკამერაა ამოქმედებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კვლავ განაგრძობს რეგიონებში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს. დღეიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებში, კერძოდ, ქალაქებში - სენაკსა და ბათუმში, 10 ადგილზე სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდება. საქართველოს მასშტაბით სრული დატვირთვით ამოქმედებულია 2669 ვიდეოკამერა, რომელთაგანაც 936 არის ნომრის ამომცნობი, ხოლო 1733 არის ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა.

ამ დროისთვის სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე 447 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება. ქალაქ სენაკში სიჩქარის კონტროლის სექციები განთავსებულია შემდეგ ადგილებზე:

1. მშვიდობის ქუჩის N137-დან მშვიდობის ქუჩის N355-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

2. მშვიდობის ქუჩის N362-დან მშვიდობის ქუჩის N122-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ).

ქალაქ ბათუმში სიჩქარის კონტროლის სექციები განთავსებულია შემდეგ ადგილებზე:

3. ხიმშიაშვილისა და კობალაძის ქუჩების კვეთიდან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის N1ა-მდე (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ);

4. ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის N1ა-დან ხიმშიაშვილისა და კობალაძის ქუჩების კვეთამდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

5. ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის N1ა-დან ანწუხელიძის ქუჩის N83-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

6. ანწუხელიძის ქუჩის N83-დან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის N1ა-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

7. ანწუხელიძის ქუჩის N83-დან ანწუხელიძის ქუჩის N37-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

8. ანწუხელიძის ქუჩის N37-დან ანწუხელიძის ქუჩის N83-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

9. ანწუხელიძის ქუჩის N37-დან ანწუხელიძის ქუჩის N4-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

10. ანწუხელიძის ქუჩის N4-დან ანწუხელიძის ქუჩის N37-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ),“ - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, უწყების მიერ, 2019 წლის ბოლომდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება 5 000-მდე ვიდეოკამერა, მათ შორის 2 100 ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა, ხოლო სიჩქარის მზომი სექციური მოწყობილობებით გადაფარული იქნება საავტომობილო გზის 700 კმ-მდე მონაკვეთი.

შსს-ს ინფორმაციითვე, სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების 26% სიჩქარის გადაჭარბებით იყო გამოწვეული. საგზაო მოძრაობის მიმართულებით სტატისტიკის გაანალიზებისა და სიტუაციის შესწავლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ღონისძიებას ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვის შესამცირებლად და მოძრაობის გასაუმჯობესებლად.

უწყების განმარტებით, სამინისტრომ დაიწყო საგზაო უსაფრთხოების კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“, რომელიც საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

შსს-ს ინფორმაციითვე, 2019 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო რიგი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა