ეკატერინე გალდავამ შშმ ბავშვებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა, ჭიათურის მერის მოვლეობის შემსრულებელთან, დავით ბიწაძესთან ერთად ჭიათურის სკოლა-პანსიონს ესტუმრა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს სააღდგომო საჩუქრები, ტკბილეული და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებმა სტუმრებისთვის შემოქმედებითი საღამო და კონცერტი გამართეს.

,,საზოგადოების ჩართულობა და სოციალური აქტივობები მნიშვნელოვანია ამ ბავშვებისთვის, მათ ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა, სითბო და ყურადღება. გვინდოდა კომპანიის სახელით პირადად მიგველოცა დამდეგი აღდგომის დღესასწაული და შეგვექმნა მათთვის სადღესასწაულო განწყობა“, -განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

პანსიონის აღსაზრდელები ხელოვნებას, სპორტს, ცეკვას ეუფლებიან და ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულები.

წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ სკოლა-პანსიონზე მომავლშიც იზრუნებენ და პერიოდულად მათთვის მსგავს აქტივობებს გამართავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა