სასტუმროში „ბორჯომი ლიკანი“ აღდგენითი თერაპიისთვის უახლესი ტექნოლოგიები დაინერგება

სამედიცინო ტურიზმის განვითარების მიზნით, საქართველოში პირველად, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ მედიცინის გამაჯანსაღებელ ცენტრში აღდგენითი თერაპიისთვის უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიები დაინერგება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციაზე მიიღეს, რომელიც სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ ჩატარდა.

„კონფერენციაში სახელწოდებით „XXI საუკუნის სარეაბილიტაციო ტექნოლოგიური ინოვაციები“ მონაწილეობა სამედიცინო დარგში საქართველოს და საერთაშორისო აკადემიური წრეების 120-მდე წარმომადგენელმა, ასევე, მსოფლიოში აღიარებულმა სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელმა კომპანიებმა მიიღეს. მათ შორის იყვნენ, იტალიის მაღალინტენსიური ლაზერული თერაპიული ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია “Asalaser“ და ანტიგრავიტაციული სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი წამყვანი ამერიკული კომპანია “Alter Ge“.

კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარების შესახებ იმსჯელეს. ტურუსტების მოზიდვის მიზნით, აქცენტი გაკეთა საქართველოში არსებულ სამკურნალო კურორტებსა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

მსოფლიო გამოცდილებით, ყველა ცნობილ საკურორტო ზონაში წამყვანი ადგილი სამედიცინო სპა კომპლექსებს უჭირავს. მათი მოწყობა და თანამედროვე დონეზე ფუნქციონირება შეუძლებელია უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის გარეშე. საუბარია სამკურნალო სამედიცინო აპარატურით რეაბილიტაციისა და აღდგენითი თერაპიის სრულ კურსზე.

კონფერენციაზე, რომლის ორგანიზატორები სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ და „დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი“ არიან, აღინიშნა, რომ დღეს საქართველოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიუხედავად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება დაავადებების შემდგომი რებილიტაცია.

კონფერენციაზე საერთაშორისო სამედიცინო ტექნოლოგიების წამყვანმა მწარმოებელმა კომპანიებმა უახლესი თანამედროვე სამედიცინო მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო აპარატურა წარმოადგინეს“, - ნათქვამია „საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა