ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ევროპარლამენტარები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლების სტატუსით მიიწვია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ტუჟბამ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის დეპუტატები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლების სტატუსით მიიწვიეს.

ირაკლი ტუჟბამ აღნიშნა, რომ ე.წ. არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები არიან მოწვეულნი, მათ შორის ევროპარლამენტის დეპუტატები. მისი თქმით, ევროპარლამენტის დეპუტატები აფხაზი „დიპლომატების“ ბრიუსელში ე.წ. ვიზიტის დროს მიიწვიეს.

ევროპარლამენტის წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ დამკვირვებლების სტატუსით დაესწრებიან საპრეზიდენტო არჩევნებს“, - აღნიშნა მან.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 21 ივლისს გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა