საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის სურვილი 100-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის სურვილი 100-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა, - ამის შესახებ „ინტერპრენსიუსს“ „საპენსიო სააგენტოში“ განუცხადეს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, განაცხადების მიღება უკვე დასრულდა. ვაკანსია კი 100-ზე მეტმა ადამიანმა შეავსო.

„საინვესტიციო საბჭოს წევრობაზე განაცხადების მიღება დაასრულდა. საბჭოს შესარჩევი კომისია უახლოეს დღეებში შეიკრიბება და აპლიკაციებს განიხილავს. საერთაშორისო გამოცემებში გამოქვეყნებული ვაკანსია 100-ზე მეტმა ადამიანმა შეავსო, როგორც საქართველოდან, ისე – უცხოეთიდან,“ - განმარტავენ სააგენტოში.

ცნობისთვის, საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი კომისია, რომელიც შვიდი წევრისგან შედგება. შეარჩევს კანდიდატებს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საინვესტიციო საბჭოს ხუთ წევრს, რის შემდეგაც დამტკიცდება უფროსი საინვესტიციო ოფიცერი. საინვესტიციო საბჭოს სამი წევრი აირჩევა ხუთი წლის ვადით, ხოლო ორი წევრის ვადა კი სამ წელს შეადგენს. ასევე პარალელურ რეჟიმში დაკომპლექტდება რისკის კომიტეტი, რომელიც სამი წევრისგან შედგება.

საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი კომისიის წევრები არიან: აკაკი ზოიძე, ირაკლი კოვზანაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ქობულია, ივანე მაჭავარიანი, დავით სერგეენკო, ზურაბ ლალაზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საპენსიო ფონდში 175 მილიონ ლარზე მეტია აკუმულირებული.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის