კიმ ჩენ ინი მიიჩნევს, რომ კორეის ნახევარკუნძულის უსაფრთხოება აშშ-ზეა დამოკიდებული

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მიიჩნევს, რომ კორეის ნახევარკუნძულის უსაფრთხოება აშშ-ზეა დამოკიდებული.

კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტოს ინფორმაციით, ამის შესახებ კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ აშშ-მა ცალმხრივი და არამეგობრული პოზიცია დაიკავა ჩრდილოეთ-კორეა-აშშ-ს მეორე სამიტზე. შედეგად, სიტუაცია კორეის ნახევარკუნძულზე ამჟამად უცვლელია და სახიფათო ზღვარსაც კი მიუახლოვდა. კიმ ჩენ ინმა ასევე განაცხადა, რომ კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობა და უსაფრთხოება აშშ-ს შემდგომ მიდგომებზეა დამოკიდებული და ჩრდილოეთ კორეა მზად იქნება ნებისმიერი გარემოებისთვის“, - ნათქვამია კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტოს განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა