10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალის ადვოკატი - ალბათ, იკითხავთ, 3 შვილი ჰყავდა და სუროგატებს რატომ მიმართა, ბავშვების მამა მრავალშვილიანი ოჯახიდანაა და უნდოდათ ბევრი შვილი ჰყოლოდათ

4 ბავშვი ნამდვილად არის 2017 წელს დაბადებული, მაგრამ სუროგაციისა და დონაციის შესახებ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, - ამის შესახებ 10 უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვის თანმხლები ქალის, იულია სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა. ის იულია სუსლიაკს დროებითი მოთავსების იზოლატორში შეხვდა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ათივე შვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის არის და შესაძლო ტრეფიკინგს გამორიცხავს.

„ალბათ, იკითხავთ, 3 შვილი თავისი ჰყავდა და რატომ მიმართა სუროგატებს. ბავშვების ბიოლოგიური მამა მრავალშვილიანი ოჯახიდანაა და უნდოდათ ბევრი შვილი ჰყოლოდათ, მაგრამ ქალს ექიმებმა დაორსულება აუკრძალეს, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაბამისი არ ჰქონდა. ამის გამო, ოჯახმა სუროგატებს მიმართეს. იმის გამო, რომ პროცენტულობა სუროგაცია დონაციის შემთხვევაში დაბალია, 7 ქალთან დადეს კონტრაქტი. ეს დოკუმენტები უკვე მივიღე. შვიდიდან შვიდივესთან ასპროცენტიანი შედეგი დადგა. ამის შემდეგ, რადგანაც უფალმა გვაჩუქა, უარი რატომ უნდა გვეთქვა", - განაცხადა თოდუამ.

მისივე განმარტებით, დაკავებული სუსლიაკის მეუღლე იური სუსლიაკი უკრაინაში სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი იყო, სადაც მას კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე ავიწროვებდნენ. ადვოკატის თქმით, ოჯახი იძულებული გახდა, რუსეთში გადასულიყო, საიდანაც სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათი დეპორტაცია მოხდა. თოდუა ამბობს, რომ ამის შემდეგ ოჯახი აფხაზეთში აპირებდა თავშესაფრის პოვნას.

„ამ ქალის მეუღლე დამიკავშირდა, ინტერნეტით მიპოვა და 18 აპრილიდან მისი ინტერესების დაცვას ვახორციელებ. მისი მეუღლე ცნობილი ბიზნესმენია უკრაინაში - იური სუსლიაკი, რომელსაც აქვს მსხვილი ბიზნესი სამშენებლო კომპანიაში. ყოფილი პრეზიდენტის პირობებში, იძულებული გახდა, უკრაინა ოჯახთან ერთად დაეტოვებინა, დროებით თავი შეაფარა რუსეთს. 2019 წლის 7 მარტს, მოსკოვის ერთ-ერთმა ოლქმა ოჯახის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო. იულია იძულებული გახდა თავის შვილებთან ერთად საქართველოში ჩამოსულიყო, რათა დროებითი თავშესაფარი აფხაზეთში ეპოვა. მისმა მეუღლემ სოხუმში მოაგვარა საკითხი საცხოვრებელთან და დამხმარეებთან დაკავშირებით. რატომ მაინც და მაინც აფხაზეთი, ეს მეც მაინტერესებდა. იური თვლის, რომ ის ძალა, რომელიც აიძულებდა დაეტოვებინა უკრაინა, დიდი შანსი ჰქონდა საქართველოში შემოეღწია, ვიდრე აფხაზეთში. ეს ოჯახი ამერიკაშიც ცხოვრობდა ერთი წლის განმავლობაში. ბოლო შვილი დაბადებულია ამერიკაში და სწორედ ეს ბავშვია დღეს მძიმე მდგომარეობაში. აბსოლუტური სისულელე და ჭორია, რომ ის ბავშვებს არასათანადოდ ეპყრობოდა. ცნობისმოყვარე ადამიანები პალატაში უვარდებოდნენ, სურათებს უღებდნენ ბავშვებს, ეუბნებოდნენ თქვით, რომ დედაშენი არ არისო. ასეთი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა 3-4 დღის განმავლობაში. სასწრაფოდ აქვთ მიღებული გადაწყვეტილება მისი დაკავების შესახებ. ამ დადგენილებაში წერია, რომ თურმე, არსებობს საფრთხე და აქვს შესაძლებლობა დატოვოს საქართველოს ფარგლები", - განაცხადა თოდუამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა