სამხედრო პოლიციის უფლებამოსილება ფართოვდება

სამხედრო პოლიციის უფლებამოსილება ფართოვდება - მას ავტომატური ფოტოგადაღების და ვიდეო-აუდიო ჩაწერის შესაძლებლობა ექნება.

“სამხედრო პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა, მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

დაგეგმილი ცვლილებებით, კანონი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, სამინისტროს მოსამსახურის ფორმის ტანსაცმელზე, სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, თავდაცვის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ტერიტორიის შიდა და გარე პერიმეტრზე, აგრეთვე შენობა-ნაგებობის გარე პერიმეტრზე და შესასვლელებში დამონტაჟებული ავტომატური ფოტო და ვიდეო-აუდიო ტექნიკის მეშვეობით, განახორციელოს ფოტოგადაღება, ვიდეო-აუდიო ჩაწერა.

უწყების შეფასებით, ამ გზით უზრუნველყოფილი იქნება სამართალდარღვევებზე ეფექტური რეაგირება და პრევენცია.

ფოტო და ვიდეო-აუდიო ჩანაწერების შექმნის, შენახვისა და გამოყენების საკითხები თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დარეგულირდება. ამასთან, აღნიშნულ წესში გათვალისწინებული იქნება აგრეთვე - აუდიო/ვიდეო მონიტორინგის განხორციელების, მათ შორის გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსების წესი, მონაცემთა დამუშავების ვადა, მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის ზომები, მონაცემებზე წვდომის დონეები, მონაცემებზე არასანქცირებული წვდომის პრევენციის მექანიზმები და სხვა.

“სამხედრო პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტის 30 აპრილის ბიუროს სხდომაზე იქნება ინიცირებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა