თურქეთის საგარეო უწყება - აშშ-მა უნდა გაიაზროს, რომ თურქეთზე ზეწოლა და მუქარა უშედეგოა

აშშ-მა უნდა გაიაზროს, რომ თურქეთზე ზეწოლითა და მუქარით შედეგს ვერ მიიღებენ, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხამი აქსოიმ განაცხადა.

„აშშ-ს ხელისუფლებამ კვლავ დაიწყო მუქარის ენით ლაპარაკი. თუმცა, აქამდე ყველა დარწმუნდა, რომ ამგვარი მიდგომა უშედეგო და უაზროა. ანკარა არ მოითმენს ზეწოლას და ეს აშშ-მა უნდა გაიაზროს“, - განაცხადა აქსოიმ.

თურქეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელის განცხადებით, თურქეთი და აშშ განაგრძობენ დიალოგს ორმხრივ ურთიერთობებში პრობლემების მოსაგვარებლად.

„ამერიკული მხარისგან კონკრეტულ ნაბიჯებს მოველით იმ საკითხებში, რომელიც თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება“, - დასძინა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა