საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს, 28 აპრილს, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე ეწვევა. მასთან ერთად თბილისში ჩამოდიან ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და ასამბლეის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსის პირველი მოადგილე გრეტა ფაგიანი.

29 აპრილს ლილიან მორი პასკიე პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდება, რის შემდეგაც პარლამენტში პრესისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

ლილიან მორი პასკიე წეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას მოინახულებს, საიდანაც სოფელ ოძისში ადმინისტრაციულ საზღვარზე გაემგზავრება.

ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს შეხვდება.

30 აპრილს ლილიან მორი პასკიე პარლამენტში, საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს