„თავისუფალი საქართველო“ - საქართველოს მიწების 10% უცხოელებზეა გასხვისებული

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლები 23 აპრილს გამართულ პარლამენტის აგრარული კომიტეტის სხდომას დაესწრნენ. „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის წარმომადგენლებმა კომიტეტის თავმჯდომარეს ოთარ დანელიას შეკითხვით მიმართეს, თუ რა რაოდენობის მიწაა გასხვისებული 2019 წლის მდგომარეობით უცხოეთის მოქალაქეებზე და კომპანიებზე.

ოთარ დანელიას განცხადებით, უცხოელ მოქალაქეებზე 45 000 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწაა გასხვისებული, რაც შეეხება უცხოურ კომპანიებს, მათზე გასხვისებული მიწის ფართობები ჯერჯერობით აღრიცხული არ არის.

„თავისუფალმა საქართველომ“ ექსპერტებთან გადაამოწმა ოფიციალური მონაცემები, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს სახნავ-სათესი მიწის რესურსი (ოკუპირებული ტერიტორიების, საძოვრების და ტყეების გარდა) შეადგენს 750 000 ჰექტარს, საიდანაც 45 000 ჰექტარი უკვე შეიძინეს უცხოელმა მოქალაქეებმა. თუ ვივარაუდებთ, რომ მინიმუმ 30 000 ჰექტარი გასხვისებულია უცხოურ კომპანიებზე (როგორც წესი კომპანიები უფრო მსხვილ ნაკვეთებს ყიდულობენ ვიდრე ფიზიკური პირები), გამოდის რომ სახნავ-სათესი მიწის არანაკლებ 10% გასხვისებულია უცხოელებზე“,- ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, „თავისუფალი საქართველო“ ამ მიმართულებით კვლევას აგრძელებს და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას უფრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო