პოლიციის მთავარ სამმართველოში 10 უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

10 უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალს ბრალს დღეს წარუდგენენ. იულია სუსლიაკის ადვოკატი ზურაბ თოდუა ამ წუთებში პოლიციის მთავარ სამმართველოში საქმის მასალების გასაცნობად იმყოფება.

ადვოკატის თქმით, მას გააჩნია დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს ფაქტს, რომ ათივე ბავშვი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბიოლოგიური შვილია.

"ამ წუთას ველოდები გამომძიებელს, რომელმაც უნდა მოიტანოს დასაბუთებული ბრალი და უნდა გადმომეცეს საქმის მასალები მთლიანად, კონკრეტულად ყველა ბრალზე, ყველა ვარაუდზე, რაც არსებობს ამ ეტაპისთვის. დეტალებს მხოლოდ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ მოგახსენებთ. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ის დოკუმენტები, რაც მე გამაჩნია, არის ის დოკუმენტები, რომლითაც უტყუარად დასტურდება სუროგაცია - დონაციის ფაქტი 2016 -2017 წლებში უკრაინაში. ბუნებრივია, კონფიდენციალობის დაცვით, ამ ბავშვების დაბადების დოკუმენტები და ხელშეკრულებები რომელიც არსებობდა სუროგატ დედებთან მე გამაჩნია და წარმოვუდგენ ბრალდებას ამ დოკუმენტებს. გუშინწინ თვითონ ქალბატონმა იულიამ და მისმა ათივე ბავშვმა დედის თანხმობით, ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, ნებაყოფლობით მოგვცა ბიოლოგიური მასალა, რომლითაც ამ კითხვებს ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ სრულად გაეცემა პასუხი. ათივე ბავშვის ბიოლოგიური მამა არის ერთი და იგივე ადამიანი, ანუ ქალბატონის მეუღლე, ხოლო ათი ბავშვიდან 4- ის ბიოლოგიური მშობლები არიან იულია და მისი კანონიერ ქორწინებაში მყოფი მეუღლე, დანარჩენი ექვსი არის სუროგატისგან გაჩენილი", - განაცხადა ზურა თოდუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო