"ბათუმის წყალი" მადლობას უხდის   შვედეთის ელჩს „ტვიტერზე“ დამატებით გამოხმაურებისა და საზოგადოებისთვის განახლებული ინფორმაციის გაცნობისთვის

შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტორმმა „ტვიტერზე“ კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა არდაგანის ტბის შესახებ. ელჩი ტვიტერზე წერს, რომ „ტბის სრული მშვენიერება აღდგენილია.“ ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმის წყალი“ ავრცელებს.

„მოცეკვავე შადრევნები“ არდაგანის ტბასთან რამდენიმე საათის შემდეგ. როგორც გავარკვიე „ბათუმის წყალი“ ხშირად ასუფთავებს ტბას და ამ წუთებში ქალაქის ხელმძღვანელობა ტბის დაბინძურების მიზეზებს არკვევს. ტბის სრული მშვენიერება აღდგენილია. „შპს "ბათუმის წყალმა" დილით არდაგანის ტბის დაბინძურების ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, გაწმენდითი სამუშაოები დროულად შეასრულა“,- წერს ელჩი.

თავის მხრივ, "ბათუმის წყალი" მადლობას უხდის საქართველოში შვედეთის ელჩს, ულრიკ ტიდესტორმს „ტვიტერზე“ დამატებით გამოხმაურებისა და საზოგადოებისთვის განახლებული ინფორმაციის გაცნობისთვის“.

"ბათუმის წყალი" მადლობას უცხადებს საქრთველოში შვედეთის ელჩს, ულრიკ ტიდესტორმს ტვიტერზე დამატებით გამოხმაურებისა და საზოგადოებისთვის განახლებული ინფორმაციის გაცნობისთვის“,- ნათქვამია „ბათუმის წყლის“ გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა