შრი-ლანკაში სამი აფეთქება მოხდა

შრი-ლანკაში სამი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ პორტალი Newsfirst იუწყება. მისი ინფორმაციით, ინციდენტი ქვეყნის აღმოსავლეთში, ქალაქ კალმუნაიში მოხდა, სადაც სამართალდამცველები ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებდნენ.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს რეიდების დროს ამ ქალაქში ცეცხლი გაუხსნეს.

ამ დროისთვის დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ქვეყნის ხელისუფლებამ კომენდანტის საათი შემოიღო.

როგორც ცნობლია, გასულ კვირას შრი-ლანკაში რვა აფეთქების შედეგად, რომლებზეც პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, 260 ადამიანი ემსხვერპლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა