თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორს ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორს ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია. ვიზიტი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ ორგანიზებით განხორციელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ომბუდსმენი, წამების პრევენციის ეროვნული ცენტრისა და უზენაესი სასამართლოს თანამშრომლები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

მათივე ცნობით, დელეგაციის წევრებმა თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორი დაათვალიერეს და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

„სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს იზოლატორში მოთავსებულ პირთა 24-საათიან სამედიცინო მომსახურებასა და იზოლატორში მომუშავე ექიმების მიერ სტამბოლის ოქმის მიხედვით დაზიანებების დოკუმენტირების მიმართულებებზე.

დელეგაციის წევრებმა იზოლატორში ფსიქოლოგის მომსახურების არსებობა მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნიეს. ვიზიტის შეფასებისას, სტუმრებმა აღნიშნეს, რომ იზოლატორში არსებული პირობები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს