აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრს სანქციები დაუწესა

აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრ ხორხე არეასას სანქციები დაუწესა.

„აშშ გვერდზე არ გადგება, როდესაც მადუროს არალეგიტიმური რეჟიმი თავის ხალხს ძარცვავს. ხაზინის დეპარტამენტი განაგრძობს მადუროს რეჟიმის კორუმპირებული ჩინოვნიკების დევნას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თავის მხრივ ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრი ხორხე არეასა მიიჩნევს, რომ მისთვის დაწესებული სანქციები აშშ-ს რეაქციაა იმაზე, თუ როგორ იცავს ის თავისი ქვეყნის ინტერესებს გაერო-ში.

„აღნიშნული რეაქცია ცხადყოფს, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ. გუშინ გაერო-ში ჩვენ აშშ-ს მიერ ვენესუელას დანაშულებრივი ბლოკადა დავგმეთ. დღეს კი ტრამპის ადმინისტრაციამ სასოწარკვეთილებით გვიპასუხა. სიმართლე მათთვის მწარეა“, - განაცხადა მან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს