პოლიციამ ზუგდიდში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული ე.ე. დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 აპრილს, ბრალდებულმა, ცივი იარაღის მუქარით ზუგდიდში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მარკეტი დააყაჩაღა, 150-ლარამდე ფული გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს თბილისში დააკავა.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა