დონალდ ტრამპი - ჩრდილოეთ კორეის ირგვლივ სიტუაცია კარგად ვითარდება, არის მნიშვნელოვანი პროგრესი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სიტუაცია ჩრდილოეთ კორეის ირგვლივ კარგად ვითარდება.

„ვაფასებ პრეზიდენტი პუტინის განცხადებას ჩრდილოეთ კორეის სიტუაციასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ სიტუაცია ჩრდილოეთ კორეის ირგვლივ კარგად ვითარდება, არის მნიშვნელოვანი პროგრესი“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ის აფასებს იმას, რომ რუსეთი და ჩინეთი აშშ-ს ეხმარებიან აღნიშნულ საკითხში.

„ვფიქრობ, ჩინეთი გვეხმარება, ვინაიდან მათ არ სურთ, რომ მეზობლად ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანა ჰყავდეთ. ასევე ვფიქრობ, ჩინეთი იმიტომ გვეხმარება, რომ სავაჭრო შეთანხმების დადება სურთ, რაზეც ახლა მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, - დასძინა ტრამპმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა