რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მოლოკნებს, ბაპტისტებს, პროტესტანტებსა და სახარების რწმენის ეკლესიას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აღდგომა - სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, სულიერი ამაღლებისა და განახლების სიმბოლო - ყველა ქრისტიანისთვის უდიდესი დღესასწაულია, რომელმაც ცოდვაზე გამარჯვება აუწყა სამყაროს.