რელიგიის საკითხთა სააგენტო მართლმადიდებელ ქრისტიანებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

„დღეს ყველა ქართველი მართლმადიდებელი დღესასწაულთა დღესასწაულის, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს. აღდგომა ქრისტიანთათვის უდიდესი დღეა - მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ამქვეყნიურ ბოროტებას სიყვარულით და სინათლით ამარცხებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, უფლის მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს, ქრისტე აღდგა!“ - ნათქვამია რელიგიის საკითხთა სააგენტოს მილოცვაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია