ლაშა ჟვანია -  პრეზიდენტთან არავითარი დაპირისპირება არ არის

დაპირისპირება რომ ყოფილიყო, მაშინ ხვალ, ზეგ, მაზეგ არ გავაგრძელებდი მუშაობას პრეზიდენტთან, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას პირველ მაისს დატოვებს.

„ჯერ არ დამიტოვებია თანამდებობა, პირველ მაისს ვტოვებ. არავითარი დაპირისპირება არ არის, დღესაც პრეზიდენტთან ერთად ვარ სამებაში. დაპირისპირება რომ ყოფილიყო, მაშინ ხვალ, ზეგ, მაზეგ არ გავაგრძელებდი მუშაობას პრეზიდენტთან“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ და დასძინა, რომ მუშაობას კათოლიკოს- პატრიარქის ფონდში გააგრძელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა