ამერიკაში ეკლესიასთან სროლებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი დაიჭრა

სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა უცნობი პირის მიერ მოწყობილი სროლის შედეგად ქალაქ ბალტიმორში. ამის შესახებ „ასოშიეითიდ პრესი“ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

მანამდე კი ტელეკომპანია „ფოქს ნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სროლა ქალაქის ეკლესიასთან მოხდა.

ამ დროისთვის პოლიციისთვის უცნობია როგორც სროლების მიზეზი, ასევე მსროლელის ვინაობა. ცნობილია, რომ სროლა მაშინ დაიწყო, როდესაც ადამიანები ქალაქის დასავლეთ ნაწილში პიკნიკზე შეიკრიბნენ.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს