ზუგდიდში ავტონაწილების მაღაზია  გაქურდეს

ზუგდიდში ავტონაწილების მაღაზია „ინტერ ავტო“ გაქურდეს. წაღებულია თანხა და ავტო ნაწილები. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მაღაზიის მენეჯერმა მიხეილ პაჭკორიამ განუცხადა.

როგორც პაჭკორია ამბობს, დღეს დილით მაღაზიის კარი ჩამტვრეული დახვდა.

„გუშინ არ ვმუშაობდით. დღეს დილით რომ მივედით, მაღაზიის კარი დაგვხვდა ჩამტვრეული. წაღებულია ფული და ავტო ნაწილები. ზუსტ რაოდენობას ვადგენთ", - აღნიშნა პაჭკორიამ.

ადგილზე მუშაობს პოლიცია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს