ირაკლი კობახიძე - ევროსაბჭოს როლი ქართული დემოკრატიის გაძლიერებაში  ფასდაუდებელია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთამ დღევანდელ შეხვდრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობების განვითარებას და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებასა და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნაში, ევროსაბჭოს როლი ფასდაუდებელია

"ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე, იმ რეფორმებზე, რომელიც საქართველოში ხორციელდება და ავღნიშნეთ, რომ ევროპის საბჭოს როლი, გასული ოცი წლის განმავლობაში, ქართული დემოკრატიის გაძლიერებაში არის ფასდაუდებელი. ამ თანამშრომლობას შეაქვს ძალიან დიდი წვლილი ჩვენი დემოკრატიის კონსოლიდირებასა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განმტკიცებაში"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა