ლილიან მორი პასკიე - ჩვენ გავაგრძელებთ გზების  ძიებას,  რომ მოგვარდეს კონფლიქტი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში

ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას, რომ მოგვარდეს კონფლიქტი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ადამიანებს შორის დამყარდეს კონტაქტი, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ლილიან მორი პასკიემ, პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, ევროსაბჭო მხარს უჭერს საქართველოს კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ნაბიჯები გადაიდგას უკეთესობისკენ.

„ევროსაბჭო მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ინსტიტუციებს ასევე ისეთ საკითხებში, როგორიცაა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ჩვენ გავაგრძელებთ ძიებას იმ გზების, რომ მოგვარდეს კონფლიქტი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, განსაკუთრებით ადამიანებს შორის დამყარდეს კობტაქტი. მაქვს შესაძლებლობა, უფრო მეტი რამ გავიგო და გადაიდგას ნაბიჯები უკეთესობისკენ"- განაცხადა ლილიან მორი პასკიემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა