გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 30 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს.

გლდანის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, ბარალეთის და ფოცხიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონების, თაყაიშვილის, გახოკიძის და კუპრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წავკისის, ამაღლების, ავთანდილის და ბოლო აღმართის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის, ტაბახმელას (ნაწილობრივ) და შინდისის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, რომის, სუნდუკიანის და მაზნიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 10:40 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყალტუბოს ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს, ბახტრიონის, ცინცაძის, კოსტავას, მიცკევიჩის და ბაგრატიონის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შალვა ნუცუბიძის, გურიელის, დელისის და გაზაფხულის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა