85 წლის ასაკში, იაპონიის იმპერატორი აკიჰიტო ტახტიდან გადადგომისთვის ემზადება

85 წლის ასაკში, იაპონიის იმპერატორი აკიჰიტო ტახტიდან გადადგომისთვის ემზადება. ამის შესახებ CNN იუწყება.

აკიჰიტო, ბოლო 200 წლის მანძილზე პირველი იაპონელი მონარქი იქნება, რომელმაც ტახტზე უარი თქვა და გადადგა. გადადგომის მიზეზად იმპერატორი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს.

„ვშიშობ, რომ შესაძლოა რთული გახდეს ჩემთვის ყველა იმ მოვალეობის შესრულება, რომელიც სახელმწიფო სიმბოლოს ევალება, რასაც აქამდე ვაკეთებდი“, - ეს განცხადება მან ჯერ კიდევ 2016 წელს გააკეთა, რამაც განაპირობა კანონმდებლების მიერ კანონის შეცვლა, რომელიც იმპერატორს გადადგომის უფლებას მისცემდა. სწორედ ამ კანონის საფუძველზე მიიღო იმპერატორმა პენსიაში გასვლის გადაწყვეტილება.

იაპონიაში იმპერატორი არ ფლობს პოლიტიკურ ძალას და მხოლოდ ეროვნულ სიმბოლოს გამოხატავს.

გადადგომის ცერემონიალი მაცუ-ნო-მას საიმპერატორო სასახლეში გაიმართება. ცერემონია 10 წუთს გაგრძელდება და სულ 330 ადამიანი დაესწრება. 1 მაისს კი უკვე მისი მემკვიდრის, 59 წლის პრინც ნარუჰიტოს იმპერატორად კურთხევის ცერემონიალი შედგება.

იხილეთ ვიდეო: იაპონიის იმპერატორი აჰიკიტო ტახტს დღეს ოფიციალურად დატოვებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა