დავით ბაქრაძე - სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს იმ „წარმატებულ" ტრადიციას, რომელიც მან არაერთგზის გამოავლინა, როდესაც აზიანებდა საქართველოს იმიჯს და ინტერესებს უცხოეთში

„ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ „ტვიტერზე" პრეზიდენტ ტრამპის პოსტის გაზიარება საქართველოს ინტერესების დამაზიანებელია.

როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას საზიანოდ და არასწორად მიაჩნია საქართველოს მხრიდან ამერიკის შიდა პოლიტიკაში ჩარევა.

„ჩვენი მთავარი ამოცანა ამერიკასთან მიმართებაში არის და იქნება სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება იმის მიუხედავად, რომელი პარტიაა წარმოდგენილი თეთრ სახლში და კონგრესის უმრავლესობაში. ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანაა, გვქონდეს კარგი ურთიერთობა ორივე პარტიასთან - რესპუბლიკელებთანაც და დემოკრატებთანაც. ამიტომ, სრულიად არასწორად, საზიანოდ და არასწორად მიმაჩნია ჩვენი მხრიდან ამერიკის შიდა პოლიტიკაში ჩარევა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამას აკეთებს ქალბატონი ზურაბიშვილი და ამით ის აგრძელებს იმ "წარმატებულ" ტრადიციას, რომელიც მან არაერთგზის გამოავლინა, როდესაც აზიანებდა საქართველოს იმიჯს და საქართველოს ინტერესებს უცხოეთში“, - განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ის ტვიტი გააზიარა, სადაც ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატს ჯო ბაიდენს „მძინარას" უწოდებს.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო