პოლონეთში აშშ-ს სამხედრო კონტინგენტი გაიზრდება

პოლონეთმა და აშშ-მა პოლონეთში აშშ-ს სამხედრო კონტინგენტის გაზრდის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა განაცხადა.

„შეგვიძლია ასე ვთქვათ: გადაწყვეტილება პოლონეთში ამერიკელი სამხედროების რიცხვის გაზრდის შესახებ მიღებულია. ამჟამად დეტალებს ვათანხმებთ. იმედია, მოლაპარაკებები მიმდინარე წელს დასრულდება“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთში ამერიკული კონტინგენტის გაზრდის შესახებ მოლაპარაკებები პოლონეთსა და აშშ-ს შორის გასული წლის შემოდგომიდან მიმდინარეობს.

ამჟამად პოლონეთში როტაციულ საფუძველზე 3.4 ათასი ამერიკელი სამხედრო იმყოფება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა