3 მაისს, პარლამენტი თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე იმსჯელებს

პარლამენტი, 3 მაისს პლენარულ სხდომაზე თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებოკომისიის შექმნის საკითხზე იმსჯელებს.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებულ დადგენილების პროქტს 3 მაისის სესიაზე მას შემდეგ განიხილავენ, რაც სუს-ის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა დასრულდება.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ მოითხოვა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტს მიმდინარე კვირას პირველ საკითხად განეხილა. გოცირიძეს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის 3 მაისს განხილვა შესთავაზა, რაც ინიციატორმა გაიზიარა.

ცნობისთვის, 3 მაისს, ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური წარდგება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა