ირაკლი სესიაშვილი - მოსაზრება, რომ სუს-სა და შსს-ს შორის დაპირისპირებაა, ოპოზიციის ნარატივი და მისი პოლიტიკური ინტერესია

მოსაზრება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დაპირისპირებაა, არის ოპოზიციის ნარატივი და მისი პოლიტიკური ინტერესი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატი ასევე შეეხო პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოხსენებას, რომელიც კვირის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

„მოხსენება იქნება ძალიან საინტერესო, თვითონ ანგარიში არის მრავლისმომცველი და არის შინაარსით დატვირთული. მე დარწმუნებული ვარ, როგორც კომიტეტზე იყო ძალიან მაღალი ინტერესი საკითხებისადმი, ასევე სესიის ფარგლებში ჩვენ შევეხებით ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ უსაფრთხოებასთან მიმართებაში არსებულ რისკებს, გამოწვევებს, საფრთხეებს. დარწმუნებული ვარ, პარლამენტის წევრები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დაპირისპირებაა, ეს არის ოპოზიციის ნარატივი და მათი პოლიტიკური ინტერესი და არა რეალობა. აბსოლუტურად ყველა ძალოვანი უწყება კოორდინაციაშია

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში და საერთო ინტერესებს ემსახურება: ეს არის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ცხადია, ჩვენი ქვეყნის ოპოზიცის სურვილი არის, რომ ამ კუთხით რაიმე სახის კონფლიქტი არსებობდეს, მაგრამ ეს არის მათი მონაგონი და მხოლოდ სურვილი,“ - განაცხადა სესიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს